კრიპტოვალუტის რეკლამა ფეისბუქზე
May 19, 2018

ინვესტირება საქართველოში – რატომ არის მომგებიანი?

ბოლო წლების მანძილზე უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში მუდმივად იზრდება, წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ამ პოზიტიური ტენდენციის მიზეზებს და მნიშვნელობას საქართველოსთვის.

ადგილმდებარეობა

საქართველოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ადგილმდებარეობა, იგი ძველი აბრეშუმის გზაზე – ევროპისა და აზიის გასაყარზეა განლაგებული, ესაზღვრება შავ ზღვას და ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი.

საქართველოს ტრანზიტული როლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ტვირთისა და საქონლის გადაზიდვის კუთხით, მნიშვნელოვანი ალტერნატივაა რუსეთის კორიდორისა, აზიიდან ევროპისკენ გამავალ გზაზე, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის გადატანისა, როგორიცაა გაზი და ნავთობი.

სხვა რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის?

ბიზნესის კეთება მარტივია

საქართველოს მე-9 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით,  უსწრებს ისეთ ქვეყენბს, როგორიცაა შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი და ავსტრალია.

დაბალი კორუფცია

კორუფცია სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ბიზნესისთვის, Transparency International -ის ინდექსით, საქართველო იკავებს 46-ე ადგილს, 180 ქვეყანას შორის, კორუფციის დონის თვალსაზრისით, რაც გამორჩეულია რეგიონის მასშტაბით.

დაბალი გადასახადები

საქართველო გამოირჩევა დაბალი გადასახადებით:

საშემოსავლო გადასახადი – 20%

მოგების გადასახადი – 15%

დღგ – 18

აქციზი – გარკვეულ პროდუქციაზე

იმპორტის გადასახადი – 0%, 5% ან 12%

ქონების გადასახადი – 1%-მდე

თუმცა დაგეგმილია საპენსიო რეფორმა, რაც გაზრდის საგადასახადო ტვირთს მეწარმეებისთვის და ნეგატიურად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.

პოტენციური მუშახელი

საქართველოში იაფი და კვალიფიციური მუშახელის პოვნა მარტივია, რაც გამოწვეულია ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციით და დაბალი ხელფასებით.

საერთაშორიო სავაჭრო ხელშეკრულებები

საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა ბოლო წლების განმავლობაში.

მათ შორის გამოსარჩევია ევროპასთან დადებული ასოციაციის ხელშეკრულება, ასევე ჩინეთან დადებული სავაჭრო ხელშეკრულება.