თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებისათვის.
მაგ: A -მ ისესხა B-სგან 10.000 ლარი, C დაუდგა A-ს თავდებად, მან გააფორმა B_სთან წერილობითი თავდებობის ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა თავდებობის ფარგლები – 2.000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, C პასუხისმგებელი იქნება A-ს ვალდებულებისათვის მხოლოდ 2.000 ლარის ოდენობით, B ვერ მოითხოვს C-სგან მთლიანად 10.000 ლარს.
ამავდროულად, თუ საერთოდ არ განისაზღვრება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა, მაშინ ასეთი თავდებობის ხელშეკრულება იქნება ბათილი.
სხვაგვარი შეთანხმების არ არსებობისას, თავდები პასუხს აგებს ზღვრული თანხის ფარგლებში, შემდეგი ფულადი ვალდებულებებისთვის:
თავდებობა ვრცელდება მხოლოდ იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიდო იგი.
მაგ: თუ A-მ B-ს დაუბრუნა სესხი, რომლის შესახებაც დაიდო B და C-ს თავდებობის ხელშეკრულება და ამის შემდეგ A-მ სხვა სესხი აიღო B-სგან. ასეთ შემთხვევაში C-ს თავდებობა ამ სხვა სესხიდან გამომდინარე ვალდებულებებზე არ გავრცელდება.