თავდებობა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
April 24, 2016
თავდებობის ფორმა და პასუხისმგებლობის ფარგლები
April 25, 2016

თავდებობა და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებები

თავდებობის გარდა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს გირავნობით, იპოთეკით, მოვალის გარანტიით ან სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით.

თუ გამსესხებელი აღნიშნულ უზრუნველყოფის საშუალებებზე აცხადებს უარს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება იმ მოცულობით რა მოცულობაც გააჩნდა უართქმულ უზრუნველყოფის საშუალებას.

მაგ: თუ A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, გარდა C-ს თავდებობისა, უზრუნველყოფილია D-ს კუთვნილი ავტომობილის გირავნობით და ასეთ შემთხვევაში B უარს აცხადებს გირავნობის უფლებაზე, მაშინ C-ს თავდებობა შემცირდება იმ რაოდენობით, რა ღირებულებაც გააჩნია D-ს ავტომობილს.