ვადიანი და უვადო თავდებობა
April 24, 2016
თავდებობა და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებები
April 25, 2016

თავდებობა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში, მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების შესახებ.

გამსესხებელი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მსესხებელი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს.

ასევე იგი ვალდებულია მოთხოვონისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს თავდების მიერ სესხის ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე, ხოლო გამსესხებლის მიერ ამ მოვალეობს შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

მაგ: თუ გამსესხებელმა თავდებს არ შეატყობინა სესხის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდაზე.