იმის შემდეგ რაც თავდები დააკმაყოფილების გამსესხებელს ნაწილობრივ ან/და მთლიანად, მასზე გადადის გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ, ასევე უზრუნველყოფის საშუალებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგ: A-მ ვერ გადაიხადა B-ს მიმართ არსებული ვალი – 5000 ლარის ოდენობით. C-ს არის თავდები, რომელმაც 2000 ლარის ფარგლებში იკისრა A-ს ვალდებულების მიმართ თავდებობა. ამ შემთხვევაში თუ C დააკმაყოფილებს B-ს 2000 ლარის ფარგლებში, მაშინ მას წარმოეშობა ამავე თანხის მოთხოვნის უფლება A-ს მიმართ.