სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება
August 1, 2016

ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი სესხის დროს

ამ სტატიაში განვიხილავთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხებს, როდესაც სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არანაირ უზრუნველყოფის ღონისძიებას, მაგ: არ არის განსაზღვრული ფულადი პროცენტი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.

1. სიტუაცია პირველიროცა სესხი უპროცენტოა და მისი გადახდის ვადა დადგა , ხოლო მსესხებელ აყოვნებს ვალდებულების შესრულებას.

მაგ: უპროცენტო სესხი დადებულია 1 წლის ვადით, 2016 წლის10 მაისამდე, მოვიდა ეს ვადა და მსესხებელი არ აბრუნებს სესხის თანხას.

რისი მოთხოვნის უფლება აქვს გამსესხებელს? გარდა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებისა, მას გააჩნია მიუღებელი შემოსავლის- ე.წ. საანაბრე პროცენტის მოთხოვნის უფლება, რასაც იგი მიიღებდა ფულადი თანხის ბანკის ანაბარზე განთავსებით, მსესხებელის მიერ სესხის თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში.

ნებისმიერი პირი, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ საკრედიტო დაწესებულება, საკუთარი ფულის სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის სრულად დაბრუნებამდე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ე.წ. „დაკარგული პროცენტი”, იგივე „საანაბრე პროცენტი“ მიუღებელი შემოსავლის სახით. ანუ რასაც პირი მიიღებდა ფულადი თანხა, ნაცვლად მოვალისათვის გადაცემისა, საბანკო ანაბარზე რომ განეთავსებინა, (იხ. სუსგ.  ას-1576-1479-2012 ).

2. წარმოვიდნიოთ იგივე შემთხვევა, მაგრამ სესხი პროცენტიანია.

მაგ: პროცენტიანი სესხი (წლიური 15%) დადებულია 1 წლის ვადით, 2016 წლის10 მაისამდე, მოვიდა ეს ვადა და მსესხებელი არ აბრუნებს სესხის თანხას.

ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ვადაგადაცილებულ დროზე მიუღებელი შემოსავალი (საანაბრე პროცენტი) და არა სესხით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობის პროცენტი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ერთი მხრივ ზიანის ანაზღაურების ცნება, სესხის სარგებლის ანაზღაურების ცნებისგან. იხ. სტატია.

3. ყოველთვიური პროცენტიროცა სესხი პროცენტიანია და პროცენტის გადახდის ვალდბეულება ყოველთვიურია.

მაგ: პროცენტიანი სესხი (ყოველთვიურად 1%) დადებულია 1 წლით, 2016 წლის10 მაისამდე, მსესხებელმა არ გადაიხადა ორი თვის პროცენტი.

ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, როგორც ორი თვის პროცენტის გადახდა, ისე მიუღებელი შემოსავლის (ამ პროცენტის პროპორციული საანაბრე პროცენტის ოდენობით). იგივე სიტუაცია იქნება ნაწილ-ნაწილ სესხის დაბრუნების დროსაც.

იხ. ასევე სტატია- ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოფილი სესხის დროს.