მარკეტინგული სტრატეგია – რა გავითვალისწინოთ?
August 11, 2019
ინტერნეტ მაღაზიის შექმნა – გსურთ ონლაინ შოპის დამზადება?
April 19, 2020

ელექტრონული კომერცია საქართველოში

ელექტრონული კომერცია (ელ-კომერცია) არის ინდუსტრია, სადაც მომხმარებელი და მიმწოდებელი კომპანია ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან.

ელექტრონული ვაჭრობაამერიკაში, ყოველწლიურად, ბიზნესები, რომლებიც პროდუქტის ან სერვისის გასაყიდად ელ-კომერციას იყენებენ, $461 მილიარდს გამოიმუშავებენ.

ყოველწლიურად ეს ციფრი სულ უფრო იმატებს, მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი შემდეგ 5 წელიწადში გაორმაგდება.

იგივე ტენდენციებია საქართველოშიც, განსაკუთრებით 2020 წლის პანდემიის გათვალისწინებით, რომელმაც გააჩინა ინტერნეტ ვაჭრობის ინფრასტრუქტურის განვითარების განსაკუთრებული საჭიროება.

რატომაა ელექტრონული კომერცია ასეთი მნიშვნელოვანი?

ამის მიზეზი ადამიანების ქცევის ცვლილებაა – ბევრი ჩვენგანი დღის უმეტეს ნაწილს რომელიმე ელექტრონულ მოწყობილობასთან ატარებს – კომპიუტერთან, ტელეფონთან, პლანშეტთან, ჭკვიან საათთან, ციფრულ ასისტენტთან თუ სხვა.

კომპანიებმა თავიანთი პროდუქტი იქ უნდა გაყიდონ, სადაც მათი პოტენციური მომხმარებლები არიან – ეს კი, ყველაზე ხშირად, ონლაინ სივრცეა.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგიძლიათ დღესვე შეცვალოთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია, ინტერნეტ მაღაზიის დამზადებისა და ციფრული მარკეტინგის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ მაღაზიას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები – თქვენმა კლიენტებმა შესაძლოა მოგაგნონ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. თუ შეგიძლიათ საერთაშორისო მიწოდების უზრუნველყოფა, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 

როგორი უნდა იყოს ეფექტური ონლაინ-მაღაზია?

თქვენი ონლაინ შოპის ყველა დეტალი თქვენივე მომხმარებლის გათვალისწინებით უნდა იყოს შექმნილი, მთავარი პრინციპებია: სიმარტივე, სისწრაფე და ეფექტური უკუკავშირი.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ეფექტური ონლაინ-მაღაზიისთვის:

ინტერნეტ მაღაზიის დამზადება – გსურთ ონლაინ შოპის შექმნა?