claims-correct-info_505_042314064746რა არის შესაგებელი ?

მოპასუხე ვალდებულია სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე. ასევე მოპასუხე ვალდებულია შესაგებელს დაურთოს შესაგებლის ასლის მოსარჩელისთვის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუემნტი.

რა ვადებში უნდა მოხდეს შესაგებლის წარდგენა?

შესაგებლის წარდგენის ვადას განსაზღვრავს სასამართლო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.

როგორია შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები?

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.