oigusსასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა

სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა განაპირობებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ თუ ადრესატმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი, სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება.

ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

აღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ სხვა უფლებამოსილი პირის მიერ უწყების მიღებაზე უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში)მითითებულ მისამართზე.