Law_generic_Thinkstock_360_1სასამართლო უწყება

რა არის სასამართლო უწყება ?

სასამართლო უწყებით, მხარეს (ან მის წარმომადგენელს), ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

მაგ: სასამართლო უგზავნის მხარეებს უწყებას, სასამართლო სხდომის გამართვის ადგილის და დროის თაობაზე.

უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა:

1.თავად მხარეს.

2. მხარის წარმომადგენელს -წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

3. სხვა უფლებამოსილ პირს. 

მხარეები უფლებამოსილნი არიან თავად განსაზღვრონ უწყების ჩაბარების წესი და პროცედურა.

მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

იხ. ასევე სტატია სასამართლო უწყების ჩაბარებასა და ჩაუბარებლობის შედეგებზე.