13920334967_4918792c41_bმტკიცების ტვირთი სესხის დავებზე

ამ სტატიაში განვიხილავთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო დავების დროს, მტკიცების ტვირთის საკითხს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3521-13 :

ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე.

სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს.

ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნაგანმარტებით. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა“.

იხ. ასევე სტატია სესხის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ.